• განაცხადი პროექტის ფარგლებში - მკვლევარი - პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგისთვის

    2022.01.10
    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, პროექტის „საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მიერ, აცხადებს კონკურსს მკვლევარის პოზიციაზე, პროექტის შუალედური და საბოლოო კვლევა-მონიტორინგის ჩატარების მიზნით. პროექტი ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავის 4 სოფლისათვის (მაღაროსკარი, კანათია, თვალივი, გურდუხი) და ამ სოფლების მიმდებარე ტყეების და სათიბ-საძოვრების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით; კვლევა-მონიტორინგის მიზანია პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის გადაცემული ეკო-ტექნოლოგიების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციების გაცემა, ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებისა და ექსპლოატაციის წესები დაცვის მიზნით. ასევე, კვლევის ფარგლებში უნდა შეფასდეს ბენეფიციარების ინფორმირებულობა კლიმატის ცვლილებასთან და ფშავის ტყეებში მიმდინარე თუ დაგეგმილ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებთან დაკავშირებით. მოპოვებული ემპირიული მონაცემების საფუძველზე, უნდა შეფასდეს ორგანიზაციის (მწვანეთა მოძრაობა) მუშაობის ეფექტიანობა კონკრეტული პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში გაიცეს სათანადო რეკომენდაციები. როლი: მკვლევარი პასუხისმგებელია ორგანიზაციის წევრებთან თანამშრომლობის შედეგად რელევანტური საკვლევი ინსტრუმენტის გამართვაზე, ინტერვიუერებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე, კითხვარების მომზადებაზე, მონაცემების ანალიზზე და რეკომენდაციების გაცემაზე. ძირითადი სამუშაო მოვალეობები მოიცავს: • პროექტის გაცნობა და მისი მიზნებიდან გამომდინარე კვლევა-მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნა; • ინტერვიუერებისათვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება; • საველე სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; • მონაცემების დასამუშავებელი ჩარჩოს შექმნა და კითხვარების მომზადება; • მონაცემების დამუშავება-ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა უნარები, გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, გარემოს დაცვასა და მომიჯნავე დარგებში; • 5 წლიანი გამოცდილება სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით; • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • ანალიტიკური უნარები; • ემპათიურობა და კომუნიკაბელურობა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 იანვრის ჩათვლით. განაცხადები მიიღება მიღება ელექტრონული ფორმით. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ავთანდილ გელაძე საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები - საქართველო მისამართი: თბილისი, სლავა მეტრეველის ქ#4, ბ -6. საკონტაქტო ტელეფონი: (+995 55) 533 449; E-mail: avtgeladze@gmail.com; info@greens.ge