-
განაცხადი ვიდეო რგოლის მომზადებაზე
2022.01.24ააიპ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, აცხადებს კონკურსს ინტერესთა გამოხატვაზე ორი ვიდეორგოლის (30-35 წმ) მოსამზადებლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე“ ფარგლებში. ვიდეო რგოლების შინაარსი უნდა ასახავდეს: კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს; კლიმატ-მეგობრული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას; ცნობიერების ამაღლებას და ა. შ. ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შერჩეული აპლიკანტი მიიღებს პროექტის ჯგუფისგან დაწვრილებით ინფორმაციას. დაინტერესებულმა კომპანიებმა და პირებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები განფასებით, სამუშაოს სავარაუდო შესრულების დრო. განაცხადი მიიღება 5 თებერვლის ჩათვლით: საკონტაქტო პირი: ლელა ყაჭეიშვილი ელ. ფოსტა: info@greens.ge; lelakacheishvili@gmail.com
განაცხადი ვიდეო რგოლის მომზადებაზე