• განაცხადი ექსპერტის მომსახურების შესყიდვაზე

    2022.02.08
    საქართველოს ენერგეტიკის, კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის (NECP) და ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) შესაბამისობის ანალიზის ექსპერტის მომსახურების შესყიდვაზე საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“ (BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ, შეისყიდის საექსპერტო მომსახურებას - საქართველოს ენერგეტიკის, კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის (NECP) პირველად ვერსიასა და ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) შესაბამისობის ანალიზის მოსამზადებლად. ექსპერტის ამოცანაა: 1. მოამზადოს ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტთან საქართველოს ენერგეტიკის, კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის (NECP) პროექტის შესაბამისობის ანალიზი, მათ შორის და: ა) მოამზადოს დასკვნა ამ ორი დოკუმენტის შესაბამისობის შესახებ; ბ) პრინციპული და კონცეპტუალური სხვაობის შემთხვევაში დაახასიათოს თითოეული ასეთი სხვაობა და შეაფასოს მისი მიზანშეწონილობა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა პარიზის შეთანხმების მოთხოვნებთან მიმართებაში; გ) შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები. 2. წარმოადგინოს პრეზენტაცია საკუთარი კვლევის შედეგების მიხედვით, წარადგინოს იგი სამუშაო შეხვედრებზე და დაიცვას საკუთარი პოზიციები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ექსპერტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს (მ.შ. საშემოსავლოს და დღგ-ს.; მომსახურების მოწოდების პერიოდია 2022 წლის 15 - 28 თებერვალი. მოთხოვნები პრეტენდენტისადმი: გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში საექსპერტო მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება • არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილება; • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • ანალიტიკური უნარები; • ემპათიურობა და კომუნიკაბელურობა კონკურსში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორი განახორციელებს სამუშაოებს. წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ცვლილებას. კონკურსში გამარჯვებულ პირს, პროექტის ადმინისტრაციისაგან, შეძლებისდაგვარად მიეწოდება საჭირო ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტებია: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: avtgeladze@gmail.com და info@greens.ge • შემოთავაზებული ანაზღაურება; • CV • სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია; კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ავთანდილ გელაძე საკონტაქტო ტელეფონი: (+995 55) 533 449;

    (+995 55) 533 449;

    avtgeladze@gmail.com

    ავთანდილ გელაძე