• განაცხადი ვიდეო რგოლის მომზადებაზე

    2022.02.14
    ააიპ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, აცხადებს კონკურსს ინტერესთა გამოხატვაზე ვიდეორგოლის (2-2,5წთ) მოსამზადებლად, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“(BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ. ვიდეო რგოლის შინაარსი უნდა ასახავდეს: კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული გამოწვევებს და შერბილების ღონისძიებებს; კლიმატ-მეგობრული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას; ცნობიერების ამაღლებას და ა. შ. ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შერჩეული აპლიკანტი მიიღებს პროექტის ჯგუფისგან დაწვრილებით ინფორმაციას. დაინტერესებულმა კომპანიებმა და პირებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები განფასებით, სამუშაოს სავარაუდო შესრულების დრო. სამუშაო პერიოდი განისაზღვრება შეთანხმებიდან 15 კალენდარული დღით განაცხადი მიიღება 20 თებერვლის ჩათვლით: საკონტაქტო პირი: ლელა ყაჭეიშვილი ელ. ფოსტა: info@greens.ge; lelakacheishvili@gmail.com

    (+995)599710030

    info@greens.ge; lelakacheishvili@gmail.com

    ლელა ყაჭეიშვილი