• ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების წვლილი კლიმატის მიმდინარე ეროვნულ განხილვებში” პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე

    2022.07.11
    სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები: პროექტის კოორდინატორი წარმართავს თავის საქმიანობას პროექტის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს შორის, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. თავისი საქმიანობის წარმართვისას ანგარიშვალდებულია პროექტის ზედამხედველთან და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. ძირითადი სამუშაო მოვალეობები მოიცავს: • განახორციელოს კომუნიკაცია BUND-ისა და პროექტის სხვა განმახორციელებელი პარტნიორებთან პროექტის ზედამხედველთან და სამუშაო ჯგუფთან; • პროექტით გათვალისწინებული სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა პროექტის ზედამხედველთან შეთანხმებით; • პროექტით გათვალისწინებული (შუალედური და სხვა) ანგარიშების მომზადება; • პროექტით გათვალისწინებული მასალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; • პროექტით გათვალისწინებულ ქმედებებზე მონიტორინგის განხორციელება; • სადემონსტრაციო მასალების მომზადება და ორგანიზება სემინარების და შეხვედრების; • პროექტით გათვალისწინებული დაქირავებული ექსპერტების ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათ მიერ გაწეული სამუშაოების მონიტორინგი; • პროექტით გათვალისწინებული ქმედებების და ღონისძიებების დაგეგვა, განხორციელება პროექტის და ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე; • საჭიროების შემთხვევაში პროექტით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება; • პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა; • კლიმატის ქსელის განვითარების ხელშეწყობა და ზედამხედველობა; • „საზოგადოებრივი გუშაგის“ ქსელის განვითარების ხელშეწყობა; • “კლიმატის კვირეულის” ორგანიზება და წარმართვა; • ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა; • პროექტის პერსონალის მხარდაჭერა პროექტის განხორციელების პროცესში. უნარები, გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, პროექტის კორდინატორის და პროექტის მართვის; • უმაღლესი განათლება. • საერთაშორისო ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება; • ადგილობრივ თემებთან მუშაობის გამოცდილება; • უცხო ენის ფლობა (ინგლისური /გერმანული) . • ძირითადი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებზე და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების ცოდნა; • თვითმოტივირებული, კოორდინაციისა და ორგანიზატორული უნარები. დისტანციური და საველე სამუშაოების გამოცდილება. საერთაშორისო ორგანიზაციბის და ეკსპერტების კომუნიკაციის უნარი. • კომუნიკაციის უნარი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV, რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი და სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში. დოკუმენდაციაა მოგვაწოდეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედმიწის მეგობრები- საქართველოს ელ ფოსტებზე: info@greens.ge და მარიკა ფიროსმანაშვილს (ორგანიზაციის საკადრო საქმის მწარმოებელი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი) pirmariami@gmail.com განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივლისის 18:00 საათამდე. დამატებითი შეკითხვები გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ ელ.ფოსტაზე

    +995595776443

    info@greens.ge ; pirmariami@gmail.com

    მარიკა ფიროსმანაშვილი