• ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების წვლილი კლიმატის მიმდინარე ეროვნულ განხილვებში” და ორგანიზაციის საერთაშორისო ქსელის ოფიცერის პოზიციაზე

    2022.07.11
    სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები: პროექტის და ორგანიზაციის საერთაშორისო ქსელის ოფიცერი წარმართავს თავის საქმიანობას პროექტის (BUND-ისა) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს შორის, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. თავისი საქმიანობის წარმართვისას ანგარიშვალდებულია პროექტის ზედამხედველთან და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წინაშე, ის აგრეთვე ახორციელებს ორგანიზაციის „დედამიწის მეგობრებთან“ ევროპის და საერთაშორისო ქსელის ოფიცრის ფუნქციას. ძირითადი სამუშაო მოვალეობები მოიცავს: • უზრუნველყოს ეროვნულ და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციების ქსელებთან საქართველოს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოკლე და გრძელვადიანი პოლიტიკის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას; • ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა თემატური ინფორმაციის მომზადება და გავრცელებას ეროვნულ და საერთაშორისო ქსელებში; • კლიმატის ქსელის მართვა და განვითარების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე პროექტის და ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე კლიმატის ცვლილებების საკითხებში; • ახორციელებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე პროცესების მონიტორინგს, უზრუნველყობს პროექტის სამუშაო ჯგუფისთვის და აღმასრულებელი საბჭოსთვის ინფორმაციების სისტემატიურ მიწოდებას; • წარმართავს მუშაობას „დედამიწის მეგობრები“-ს ყველა ჯგუფთან; • აწარმოებს სისტემატიურ მუშაობას BUND-ისა პროექტის სამუშაო ჯგუფთან და პროექტის სხვა პარტნორებთან; • ყოველ კვარტალურად ამზადებს ანგარიშებს ქსელებთან მუშაობის შესახებ და წარუდგენს პროექტის ზედამხედველს და აღმასრულებელ საბჭოს; • უზრუნველყობს და ხელს უწყობს „ახალგაზრდა პარლამენტთან“ და სხვა ახალგაზრდულ ჯგუფებთან პროექტის და ორგანიზაციის სისტემატიურ მუშაობას; • ქსელის მეშვეობით იღებს მონაწილეობას მომზადებაში და განხორციელებაში კლიმატის კვირეულს საქრთველოში (ღოველწლიურად); • ახორციელებს კოორდინაციას და სამუშაოებს სხვა თემატურ არასამთავრობო და სამოქალაქო ქსელებთან; • ახორციელებს ორგანიზებას და უწევს კოორდინირებას კლიმატის ეროვნული ქსელის ჩართულობას სხვადასხვა კამპანიებში; • პროექტის პერსონალის მხარდაჭერა განხორციელების პროცესში. უნარები, გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში, მონიტორინგსა და განხორციელებაში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და/ან სოციალური მოძრაობების ჩათვლით; • უმაღლესი განათლება; • ადგილობრივ თემებთან მუშაობის გამოცდილება; • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა. (ფრანგული, გერმანული და ესპანური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). • გარემოსდაცვითი სამართლის ზოგადი ცოდნა, ადამიანის უფლებების, სოციოლოგიის საფუძვლები, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებზე; • თვითმოტივირებული, კოორდინაციისა და ორგანიზაციული უნარებით. • კომუნიკაციის უნარი. კონკურში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV, რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი და სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში. დოკუმენდაციაა მოგვაწოდეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედმიწის მეგობრები- საქართველოს ელ ფოსტებზე: info@greens.ge და მარიკა ფიროსმანაშვილს (ორგანიზაციის საკადრო საქმის მწარმოებელი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი) pirmariami@gmail.com განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივლისის 18:00 საათამდე. დამატებითი შეკითხვები გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ ელ.ფოსტაზე

    +995595776443

    info@greens.ge ; pirmariami@gmail.com

    მარიკა ფიროსმანაშვილი