• ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების წვლილი კლიმატის მიმდინარე ეროვნულ განხილვებში” საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერის პოზიციაზე

    2022.07.11
    სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი წარმართავს თავის საქმიანობას პროექტის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს შორის, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. თავისი საქმიანობის წარმართვისას ანგარიშვალდებულია პროექტის ზედამხედველთან, პროექტის კოორდინატორთან და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. ძირითადი სამუშაო მოვალეობები მოიცავს: • უზრუნველყობს პროექტის ფარგლებში ნებისმიერ პუბლიკაციის ფორმას და ვიზუალურ მხარეს; • პროექტთან დაკავშირებული თემების, საკითხების შეხვედრებისა და აქტივობების ფართო საზოგადოებაზე მიწოდება უზრუნველყოფა სხვადასხვა მედია–საშუალებებით (პრესა , სოციალური მედია); • პროექტის მიზნებთან და შედეგებთან დაკავშირებული ყველა მოვლენის შესახებ, ინფორმაციის ფართო გავრცელება და დაინტერესებულ საზოგადოებისათვის მიწოდება; • პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების ვებ-გვერდსა და ფეისბუკზე განთავსება; • პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასალების, დასკვნებისა და პოზიციების გავრცელება სამიზნე ჯგუფებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით; • ხელს უწყობს საქართველოში კლიმატის ეროვნული ქსელის გამართულ მუშაობას; • პროექტით გათვალისწინებული პუბლიკაციების მომზადება, გამოცემის უზრუნველყოფა პროექტით გათვალისწინებული სატელევიზიო სიუჟეტების, ვიდეოსა (სოციალური რეკლამა) მომზადებების და გავრცელების უზრუნველყოფა; • სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების და კონფერენციების დაგეგმვასა, მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. უნარები, გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში, მონიტორინგსა და განხორციელებაში, სასურველია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ან სოციალური მოძრაობისთვის; • უმაღლესი განათლება; • ადგილობრივ თემებთან მუშაობის გამოცდილება; • უცხო ენის თავისუფლად ფლობა. (ინგლისური /გერმანული) • ზოგადი ცოდნა გარემოსდაცვითი საკითხების, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებზე, მედია და პიარ კამპანიების წარმართვის ცოდნა; • თვითმოტივირებული, კოორდინაციისა და ორგანიზაციული უნარებით, მედიაციის უნარი. • კომუნიკაციის უნარი, კრიზისული სიტუაციების მართვა. კონკურში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV, რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი და სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში. დოკუმენდაციაა მოგვაწოდეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედმიწის მეგობრები- საქართველოს ელ ფოსტებზე: info@greens.ge და მარიკა ფიროსმანაშვილს (ორგანიზაციის საკადრო საქმის მწარმოებელი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი) pirmariami@gmail.com განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივლისის 18:00 საათამდე. დამატებითი შეკითხვები გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ ელ.ფოსტაზე

    +995595776443

    info@greens.ge ; pirmariami@gmail.com

    მარიკა ფიროსმანაშვილი