• ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების წვლილი კლიმატის მიმდინარე ეროვნულ განხილვებში” პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე

    2022.07.11
    სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები: პროექტის ადმინისტრატორი წარმართავს თავის საქმიანობას პროექტის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს შორის, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. თავისი საქმიანობის წარმართვისას ანგარიშვალდებულია პროექტის ზედამხედველთან, კოორდინატორთან და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წინაშე საჭიროების შემთხვევაში. ძირითადი სამუშაო მოვალეობები მოიცავს: • ახორციელებს ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტის ხელმძღვანელს, კოორდინატორს, პროექტის ოფიცრებს, კამპანიების და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში; • აწარმოებს შეხვედრების ოქმების და ღონისძიებების მონაწილების აღრიცხვას; • ახორციელებს ღონისძიებების ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს; • აწარმოებს პროექტიდ გათვალისწინებული ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ორგანიზაციის საქმის წარმოებაში ; • აწარმოებს მივლინების , დროის აღრიცხვის ფურცლების და ხელშეკრულებების აღრიცხვას და რეგისტრირებას; • პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება, დაჯავშნის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში; უნარები, გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: • გამოცდილება ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში • უმაღლესი განათლება; • სასურველია უცხო ენის ცოდნა • ზოგადი ცოდნა გარემოსდაცვითი საკითხების; • თვითმოტივირებული, შესანიშნავი კოორდინაციისა და ორგანიზაციული უნარები. • კარგი კომუნიკაციის უნარი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV, რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი და სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში. დოკუმენდაციაა მოგვაწოდეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედმიწის მეგობრები- საქართველოს ელ ფოსტებზე: info@greens.ge და მარიკა ფიროსმანაშვილს (ორგანიზაციის საკადრო საქმის მწარმოებელი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი) pirmariami@gmail.com განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივლისის 18:00 საათამდე. დამატებითი შეკითხვები გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

    +995595776443

    info@greens.ge ; pirmariami@gmail.com

    მარიკა ფიროსმანაშვილი