• განაცხადი პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

    2022.06.24
    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, პროექტის „საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მიერ, აცხადებს კონკურსს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მენეჯერის ამოცანაა უზრუნველყოს დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია დონორთან უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაო შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების, მრგვალი მაგიდების დროული დაგეგმვა–განხორციელების ორგანიზება (ლოგისტიკა); პროექტის გუნდის შეხვედრების ორგანიზება, ქვეყანაში კლიმატის ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება; უზრუნველყოს პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა xელშეკრულებების შედგენა და მომზადება ავტორიზაციისათვის. ორგანიზება გაუწიოს მოხალისეებსა და სტაჟიორებს პროექტის საქმიანობებსა და ჩართულობაში; პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა; უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული წერილობითი ანგარიშის მომზადება და წარუდგინოს პროექტის განმხორციელებელ ჯგუფს; უზრუნველყოს წერილობითი ანგარიშების დონორი ორგანიზაციისათვის დროული მომზადება–წარდგენა; ხელი შეუწყოს მოხალისეებისა და სტაჟიორების აქტიურ ჩართულობას საქმიანობებში; უზრუნველყოს პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტების და ანგარიშების გამართული თარგმანი; კლიმატის ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესების მეთვალყურეობა და პროექტის სამუშაო ჯგუფისათვის ინფორმაციის მიწოდება; წარუდგინოს პროექტის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები და მასალები პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს; გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული სახელფასო თანხა უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს (მ.შ. საშემოსავლოს). ხანგრძლივობა 2022 წლის 1 ივლისი 30 სექტემებრი . მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ანალიტიკური უნარები; კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარები მოტივირებული, როგორც წერილობითი ასევე ზეპირი კომუნიკაციის უნარი, კოორდინაციისა და ორგანიზაციული უნარები, შესაძლებლობა დისტანციურად იმუშაოს, როგორც საერთაშორისო გუნდის წევრმა შემჭიდროებულ ვადებში და მართოს კონკურენტული პრიორიტეტები, ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, ან პირიქით კონკურსში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება ხელშეკრულება, კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: • შემოთავაზებული ანაზღაურება; CV სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია; • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2022 წლის 28 ივნისამდე განაცხადები მიიღება მიღება ელექტრონული ფორმით. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით რუსუდან სიმონიძეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო მისამართი: თბილისი, სლავა მეტრეველის ქ#4, ბ -6. საკონტაქტო ტელეფონი: (+995 99) 53 2611; E-mail: rusudan.simonidze@greens.ge