-
განაცხადი შეშის ენერგოეფექტური ღუმელების შესყიდვაზე
2022.07.25შეშის ენერგოეფექტური ღუმელების შესყიდვა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები ახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში (შემდგომში BMU) ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს: „საქართველოში, ფშავის ტყის მაგალითზე,თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად ვართ კონკურსში გამარჯვებული კომპანიისგან შევისყიდოთ შემდეგი საქონელი და მომსახურება: 1)ენერგოეფექტური შეშის ღუმელის სრული კომპლექტი საოჯახო მოხმარებისათვის (ღუმელს უნდა გააჩნდეს საცხობი საკანი) -11 (თერთმეტი ) ცალი; 2) ენერგოეფექტური ღუმელის ფუნქციონირებისათვის საჭირო მილები, მუხლი (ღუმელების შესაბამისი ოდენობით) 3) CO დეტექტორი შეშის ღუმელის ფუნქციონირების პერიოდში სათანადო აირის აღმოსაჩენად და კონცენტრაციის გასაზომად -11 ცალი; 4) ღუმელებისა და CO დეტექტორების ტრანსპორტირება დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავის 4 სოფელში (მაღაროსკარი, კანათია, თვალივი, გურდუხი); 5) ღუმელებისა და CO დეტექტორის მონტაჟი 4 სოფელში; გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: ა) ფასები უნდა შემოგვთავაზოთ ოთხივე პოზიციის მიხედვით ცალკ-ცალკე ცხრილის სახით და შემოთავაზებული ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს, მ.შ .დღგ-ს. ბ) მოწოდებულ საქონელსა და მომსახურებას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლის გარანტია. გ) საქონლის მოწოდება და მომსახურება სრულად უნდა განხორციელდეს 2021 წლის 15 სექტემბრამდე . კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორი განახორციელებს სამუშაოებს. წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ცვლილებას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2021 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით. განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონული ფორმით მისამართზე: avtgeladze@gmail.com კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტებია: 1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 2. დოკუმენტი შეშის ღუმელის ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი ტესტირების შედეგების შესახებ; 3. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია; 4. სასურველია კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები; 5. ასევე, გთხოვთ, წარმოადგინოთ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების განხორციელების შესახებ; კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 2. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 3. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ; საკონტაქტო პირი ავთანდილ გელაძე ტ. (+995 555) 533 449 ; ელ ფოსტა. avtgeladze@gmail.com
-
-
-