• ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების წვლილი კლიმატის მიმდინარე ეროვნულ განხილვებში” პროექტის კლიმატის ოფიცრის პოზიციაზე

    2022.08.04
    კლიმატის ოფიცერი წარმართავს თავის საქმიანობას პროექტისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია პროექტის ხელმძღვანელთან, კოორდინატორთან და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. კლიმატის ოფიცრის მოვალეობებია: • პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების, მრგვალი მაგიდების თემატიკის განსაზღვრა და ამ ღონისძიებების დაგეგმვა; • „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) და კლიმატის სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება; • ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელების პროცესის და კლიმატის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და ყოველ ორ თვეში საინფორმაციო ანგარიშის მომზადება; • „მწვანე შეთანხმების“ პრინციპების დანერგვის ანალიზი, მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; • „კლიმატისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის“ ( NCAP ) შემუშავების, დანერგვისა და შემდგომში განხორციელების მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; • „დედამიწის მეგობრების“ მიერ შემუშავებული კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებისა და ჩატარებული ღონისძიებების პერიოდული მიმოხილვა; • კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა, საზოგადოების ჩართულობის მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადება; • „კლიმატის ცვლილების კვირეულის“ ყოველწლიური საერთაშორისო თემატიკის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების მეთოდური მითითებების შემუშავება; • „მომავალ გარემოსდამცველ ლიდერთა სკოლის“ სასწავლო პროგრამისთვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და ჩართვა; • პროექტის პარტნორ ორგანიზაციებთან ერთად „კლიმატის დიალოგების “ მომზადება და მონაწილეობა; • კლიმატის ცვილებების საკითხების მიმოხილვა სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების ჭრილში და შესაბამისი კვლევების ჩატარება (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ტრანპორტი და სხვა). მოთხოვნები • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • ანალიტიკური უნარები; • კომუნიკაბელურობა; • გუნდური მუშაობის უნარები; • ორგანიზაციული უნარები; • კლიმატის ცვლილების საკითხების ადგილობრივი და საერთაშორისო მიდგომების ცოდნა; • გარემოს დაცვით სფეროში მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება; • კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის სფეროში ექსპერტული მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება; • სასურველია ადგილობრივი თვითმართველობებთან მუშაობის გამოცდილება; • უმაღლესი განათლება; • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; • კომპიუტერული პროგრამების-ის ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV, რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი და სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში. დოკუმენდაციაა მოგვაწოდეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედმიწის მეგობრები- საქართველოს ელ ფოსტებზე: info@greens.ge და მარიკა ფიროსმანაშვილს (ორგანიზაციის საკადრო საქმის მწარმოებელი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი) pirmariami@gmail.com განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 12 აგვისტოს 18:00 საათამდე. დამატებითი შეკითხვები გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

    595776443;

    info@greens.ge ; pirmariami@gmail.com

    მარიკა ფიროსმანაშვილი