-
განმეორებით ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების წვლილი კლიმატის მიმდინარე ეროვნულ განხილვებში” ასისტენტს პოზიციაზე
2022.08.05სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები: ასისტენტი წარმართავს თავის საქმიანობას პროექტის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს შორის, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. თავისი საქმიანობის წარმართვისას ანგარიშვალდებულია პროექტის ზედამხედველთან,პროექტის კოორდინატორთან და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. ძირითადი სამუშაო მოვალეობები: • პროექტის დაგეგმვა, შესრულების და მონიტორინგის განხორციელებაში დახმარება; • მონაწილეობს პროექტის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში; • ორგანიზებას უწევს პროექტით დაგეგმილი ღონისძიებების მოწყობას და ახორციელებს ადმინისტრატორთან ერთობლივად ღონისძიებების დაოქმებას, ღონისძიებების მონაწილეების რეგისტრაციას; • პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შეხვედრების ორგანიზებას; • პროექტის საქმიანობიდან გამომდინარე, საჭირო შესყიდვების განხორცილება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები - საქართველოს სახელმძღვანელოს “შესყიდვების პროცედურის შესახებ“ და BUND -ის მიერ მოწოდებული „ადმინისტრაციისა და ბუღალტერიის სახელმძღვანელოს“ მიხედვით; • უზრუნველყოს პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ხელშეკრულებების მომზადებას; • უზრუნველყოფს სამუშაო დროის აღრიცხვის ჟურნალის მომზადებას ავტორიზაციისათვის; • პერსონალის მომსახურების და პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო სხვა საშუალებებით უზრუნვლყოფის ხელშეწყობა; • პროექტში ჩართული პერსონალის და მოწვეული ექსპერტების საქმიანობის კორდინაციის ხელშეწყობა; უნარები, გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, პროექტის მართვაში, შესყიდვის პროცედურაში, მონიტორინგსა და განხორციელებაში; • უმაღლესი განათლება • განათლება შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით; • ადგილობრივ თემებთან მუშაობის გამოცდილება; • სასურველია უცხო ენის თავისუფლად ფლობა. (ინგლისური /გერმანული) • თვითმოტივირებული, კოორდინაციისა და ორგანიზაციული უნარებით. შეუძლია დისტანციურად იმუშაოს, როგორც საერთაშორისო გუნდის ნაწილი, მჭიდრო ვადები და შეუძლია მართოს კონკურენტული პრიორიტეტები • კომუნიკაციის უნარი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV, რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი და სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში. დოკუმენდაციაა მოგვაწოდეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედმიწის მეგობრები- საქართველოს ელ ფოსტებზე: info@greens.ge და მარიკა ფიროსმანაშვილს (ორგანიზაციის საკადრო საქმის მწარმოებელი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი) pirmariami@gmail.com განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 12 აგვისტომდე 18:00 საათამდე. დამატებითი შეკითხვები გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ ელ.ფოსტაზე
+995595776443
info@greens.ge ; pirmariami@gmail.com
მარიკა ფიროსმანაშვილი