• დამატებითი განაცხადი პროექტის „საქართველოში, ფშავის ტყის მაგალითზე,თემზედაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში ფოტოხაფანგების შესყიდვაზე

    2022.08.26
    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები ახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში (შემდგომში BMU) ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს: „საქართველოში, ფშავის ტყის მაგალითზე,თემზედაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად ვართ კონკურსში გამარჯვებული კომპანიისგან შევისყიდოთ ფოტოხაფანგი 20 ცალი მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა აქსესუარით. ფოტოხაფანგის სავარაუდო პარამეტრები: წონა არაუმეტეს 300 გრ, ეკრანი-არანაკლებ 2.4 ინჩი, ლინზა -არანაკლებ 25 მმ; ძაბვა - არაუმეტეს 2-ვ; გადაღების სისწრაფე - არაუმეტეს-0.6 წმ; ვიდეო: 1920*1080P/25FPS; სტაბილურად ელემენტების ესქპლოატაციის ხანგრძლივობა 12 თვე; ლინზის ფოკუსური სიგრძე: 120; ინფრაწითელი სენსორის კამერით; ინფარწითელი ნათურის დასხივების მანძილი არანაკლებ 20 მ; ოპერატიული ტემპერატურა: -20 – 60 c; ღამით გადაღების რეჟიმი; წყალგაუმტარი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა შემოგვთავაზოთ: ა) ერთეულის ფასი, რომელიც მოიცავდეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს, მ.შ.დღგ-ს და მიუთითეთ ისინი ცალკ ცალკე. ბ) საქონლის მოწოდება და მომსახურება სრულად უნდა განხორციელდეს 2022 წლის 15 სექტემბრამდე. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორი განახორციელებს სამუშაოებს. წარმოდგენილი ფასი უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ცვლილებას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. განცხადებების მიიღება ელექტრონული ფორმით მისამართზე: E-mail: avtgeladze@gmail.com კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტებია: 1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 2. ფოტოხაფანგის პასპორტი (სასურველია სერტიფიკატი) 3. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია; კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 2. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 3. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ; საკონტაქტო პირი ავთანდილ გელაძე (+995 555) 533 449, Email - avtgeladze@gmail.com