• ვადის გაგრძელება.ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების წვლილი კლიმატის მიმდინარე ეროვნულ განხილვებში” ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პარლამენტის/ასამბლეის მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები:

    2022.11.10
    მენეჯერი წარმართავს თავის საქმიანობას პროექტის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს შორის, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. თავისი საქმიანობის წარმართვისას ანგარიშვალდებულია პროექტის ზედამხედველთან, პროექტის კოორდინატორთან და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. ძირითადი სამუშაო მოვალეობები: • ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პარლამენტის/ასამბლეის ფორმატის შემუშავება; • ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პარლამენტის/ასამბლეის წევრობის მსურველების შერჩევა მთელი ქვეყნის მასშტაბით; • ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პარლამენტის/ასამბლეის ონლაინ და პირისპირ შეხვედრების ორგანიზება; • ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პარლამენტის/ასამბლეის ონლაინ და პირისპირ შეხვედრების ფასილიტაცია; • ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პარლამენტის/ასამბლეის ონლაინ და პირისპირ შეხვედრებისთვის ექსპერტების მოწვევა; • ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პარლამენტის/ასამბლეის ონლაინ და პირისპირ შეხვედრების დღის წესრიგის შედგენა; • ახალგაზრდების კოორდინაცია და მათი ხედვების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; • საქმიანობის შუალედური და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება. უნარები, გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, პროექტის მართვაში, განხორციელებაში; • უმაღლესი განათლება • განათლება შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით; • ადგილობრივ თემებთან მუშაობის გამოცდილება; • უცხო ენის თავისუფლად ფლობა. (ინგლისური ან გერმანული) თვითმოტივირებული, კოორდინაციისა და ორგანიზაციული უნარებით. შეუძლია დისტანციურად იმუშაოს, როგორც საერთაშორისო გუნდის ნაწილი, მჭიდრო ვადები და შეუძლია მართოს კონკურენტული პრიორიტეტები • კომუნიკაციის უნარი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV, რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, დიპლომის ასლი და სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში. დოკუმენდაციაა მოგვაწოდეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედმიწის მეგობრები-საქართველოს ელ ფოსტებზე: info@greens.ge და ნიკოლოზ ინაშვილს nukri_ina@yahoo.com განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 18 დეკემბერი 18:00 საათამდე.

    (995 99) 260 695

    nukri_ina@yahoo.com

    Nikoloz Inashvili