-
2 ვიდეო კლიპის მომზადება
2022.12.12ააიპ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, აცხადებს კონკურსს ინტერესთა გამოხატვაზე 2 ვიდეორგოლის (2-2,5წთ) მოსამზადებლად, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“(BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ. ვიდეო რგოლის შინაარსი უნდა ასახავდეს: "ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, შედეგები საქართველოსთვის" და "კლიმატის ცვლილების პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა საქართველოში" ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შერჩეული აპლიკანტი მიიღებს პროექტის ჯგუფისგან დაწვრილებით ინფორმაციას. დაინტერესებულმა კომპანიებმა და პირებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები განფასებით, სამუშაოს სავარაუდო შესრულების დრო. სამუშაო პერიოდი განისაზღვრება შეთანხმებიდან 15 კალენდარული დღით განაცხადი მიიღება 26 დეკემბრის ჩათვლით: საკონტაქტო პირი: ლელა ყაჭეიშვილი ელ. ფოსტა: info@greens.ge; lelakacheishvili@gmail.com და ნიკოლოზ ინაშვილი nukri_ina@yahoo.com
(995 99) 260 695;(+995)599710030
info@greens.ge; lelakacheishvili@gmail.com; nukri_ina@yahoo.com
ნიკოლოზ ინაშვილი ოფისმენეჯერი;ლელა ყაჭეიშვილი