• აზიის რეგიონალური კონფერენცია

    აზიის რეგიონალური კონფერენცია

    2020.02.19

    2020 წლის 15-19 თებერვალს, ინდონეზიაში, . ბოგორში გლობაური სატყეო კოალიციის ორგანიზებით  ჩატარდა აზიის რეგიონალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა გლობალური სატყეო კოალიციის  20-ზე მეტი წევრი ქვეყანა და 50-მდე წარმოადგენელი.

    კონფერენციის ადგილობრივი ორგანიზატორი იყო დედამიწის მეგობრები-ინდოენეზია (WALHI - FoE Indonesia). 

     

    კონფერენციის მუშაობაში, კოალიციის წევრი ორგანიზაციის სტატუსით, მონაწილეობდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები საქართველოს  ორგანიზაციის დარბაზის წევრი ბატონი  ავთანდილ გელაძე

     

    კონფერენცის მუშაობა მიმდინარეობდა 4 ძირითადი მიმართულებით:

    Ø  გენდერული გამოწვევები და კოალიციის წევრი ორგანიზაციების სამომავლო ამოცანები;

    Ø  მეცხოველეობის დარგის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე და ამ დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით კოალიციის წევრი ორგანიზაციების ამოცანები;

    Ø  აბრეშუმის გზის შემდგომი და დაჩქარებული განვითარების შესახებ ჩინეთის რესპუბლიკის ინიციატივის (BRI) შესაძლო გავლენა აზიის რეგიონზე და საზოგადოებრივი როლი ნეგატიური შედეგების მინიმიზაციის მისაღწევად

    Ø  კლიმატის ცვლილების შერბილების უმნიშვნელოვანესი კოპონენეტის - ტყეების მდგრადი მართვის საქმეში კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

    ყველა ძირითად მიმართულებასთან დაკავშირებით შემუშავებული იქნა საერთო პლატფორმა და დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები