• ეროვნული პარკის შექმნის ინიციატივა სამეგრელოს მაღალმთიანეთში

    ეროვნული პარკის შექმნის ინიციატივა სამეგრელოს მაღალმთიანეთში

    2018.12.24

    24 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგნლებთან სამეგრელოს მაღალმთიან რეგიონში დაცული ტერიტორიის, კერძოდ, ეროვნული პარკის   შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით.

    ეროვნული პარკის   შექმნის ინიციატივას საფუძვლად დაედო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ სამეგრელოს რეგიონში 2015-2018 წლებში განხორციელი პროექტი „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“, რომლის მიზანიც იყო მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობა, ადგილობრივი თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების დანერგვით, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების მობილიზება, მდგრადი ძოვების პრაქტიკის დანერგვა, შეშის გენერირების მიზნით სწრაფადმზარდი ხის პლანტაციების გაშენება, ქარსაცავი ზოლების აღდენა, დეგრადირებული ტყის მასივის აღდგენა და ალტერნატიული ენერგო-ტექნოლოგიების დანერვაზა ხელშეწყობა.

     პროექტის ფარგლებში ჩატარებული კველევების საფუძველზე მომზადდა რეკომენდაცია სამეგრელოს მაღალმთიან რეგიონში დაცული ტერიტორიის, კერძოდ- ეროვნული პარკის   შექმნის შესახებ, რომელიც მიეწოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს. აღნიშნული იდეის ინიცირება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას,  მდგრად განვითარებასა და  საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

    პროექტი სამეგრელოს რეგიონში განხორციელდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით.