• "კლიმატის კვირეული 2019" - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

    "კლიმატის კვირეული 2019" - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

    2019.10.08

    კლიმატის კვირეული - 2019“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშითეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისორგანიზებითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ხელშეწყობით ალგეთის ეროვნულ პარკში აღინიშნა, სადაც ეროვნული პარკის თანამშრომლებისა და  ნორჩი რეინჯერების მიერ, დასუფთავდა პარკის მიმდებარე ტერიტორია. შეგროვდა რკო და დაითესა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.


    კლიმატის კვირეული - 2019“-ის  ფარგლებში მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით მრავალი აქტივობა ჩატარდა. კვირეულის მიზანი იყო საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზება და მათი აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესების შესარბილებლად.


    კლიმატის კვირეული - 2019“ ჩატარდა პროექტისსამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაშიფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო, გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.