• "კლიმატის კვირეული 2019" - ბოლნისის მუნიციპალიტეტში

    "კლიმატის კვირეული 2019" - ბოლნისის მუნიციპალიტეტში

    2019.10.07

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში იპ "ბოლნისის ენის სახლის" ორგანიზებით, „კლიმატის კვირეული - 2019“ ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა სემინარი კლიმატის ცვლილების საკითხებზე. სემინარზე მოსაწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას მსოფლიო მასშატბით მიმდინარე კლიმატის ცვლილებისა  და ადამიანების როლზე კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებში.

    კვირეული საქართველოში ორგანიზებული საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს მიერ, პროექტის ,,საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) და კლიმატის ეროვნული პოლიტიკა ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით.