• "კლიმატის კვირეული 2019" - სენაკის მუნიციპალიტეტი

    "კლიმატის კვირეული 2019" - სენაკის მუნიციპალიტეტი

    2019.09.27

     

    „კლიმატის კვირეული-2019“-ის ფარგლებში, კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა დ ეკოლოგიურ ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით  ჩატარდა შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებთან.

    ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება ,,კაცი, რომელიც ხეებს რგავდა“. რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართა მსჯელობა/დისკუსია კლიმატის ცვლილების მიმდინარე გამოწვევებზე. ჩატარდა აქცია-პერფორმან ,,ჩააქრე ძრავი-ერთი დღე გამონაბოლქვის გარეშე“.

    „კლიმატის კვირეული-2019“ ჩატარდა პროექტის  „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.