• კონფერენცია  „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“.

    კონფერენცია „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“.

    2019.05.01

    1 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია თემაზეადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“. კონფერენციის მიზანი იყო სამეგრელოს უნიკალური ეკოსისიტემებისა და მდიდარი მრავალფეროვნების კონსერვაციისა და რეგიონის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა. კონფერენცია ჩატარდა პროექტის ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში ფარგლებში, რომელიც 2015-2018 წწ. განხორციელდა სამეგრელოს რეგიონში. პროექტი განხორციელდა სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში. პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადდა რეკომენდაცია სამეგრელოს მაღალმთიან რეგიონში დაცული ტერიტორიის, კერძოდ, ეროვნული პარკის შექმნის შესახებ. აღნიშნული იდეის ინიცირება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სამეგრელო-ზემოს სვანეთის გუბერნატორმა -მა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა თანამშრომლებმა და მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონიდან.

    პროექტი სამეგრელოს რეგიონში განხორციელდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura - დედამიწის მეგობრები - შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით.