• კლიმატის დიალოგები 2021

    კლიმატის დიალოგები 2021

    2021.03.31

     

    30-31 მარტს კლიმატის დიალოგები 2021 ოფიციალურად გაიხსნა. 17 ქვეყნის 100-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგელი მომდევნო თვეების განმავლობაში 6 სამუშაო ჯგუფში იმუშავებენ შემდეგ თემებზე:

    განახლებადი ენერგია

    განათლება და კომუნიკაცია

    კლიმატის პოლიტიკა

    ადაპტაცია და ბიომრავალფეროვნება

    ქალაქები და მობილურობა

    სამართლიანი ტრანსფორმაცია

    შეხვედრის მიზანი იყო:

    აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კლიმატის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ გააცნიათ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

    საერთო ძალისხმევით რეგიონებში კლიმატის მხარდასაჭერი ღონისძიებებისა და მოქმედებების დაგეგმვა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტიურ პირებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება/გააქტიურება რეგიონალურ და საერთშორისო დონეზე

    საერთო პლათფორმის შემუშავება იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება კლიმატთან დაკავშირებული ამბიციის ამაღლება სხვადასხვა სფეროში და ..

    შეხვედრში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ EECCA რეგიონის თანამოაზრე ექსპერტების გამოცდილების გაზიარების, რაც ხელს შეუწყობს საერთო ხედვებისა და იდეების განვითარებას კლიმატის პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

    კლიმატის დიალოგები-2021-ის ფარგლებში, ეს იყო პირველი შეხვედრა რომლის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის მონაწილეები იმუშავებენ მათ მიერ შერჩეულ თემებზე და საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ ერთმანეთს შემდეგ შეხვედრაზე (კლიმატის დიალოგები-2021-ის მეორე შეხვედრა დაგეგმილია აპრილის მეორე ნახევარში).

    კლიმატის დიალოგები-2021 ინიცირებულია და ხორციელდება შემდეგი ორგანიციების ერთობლივი ძალისხმევით: დედამიწის მეგობრებმა გერმანია (BUND), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES) CAN EECCA (კლიმატის სამოქმედო ქსელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისა) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო (GMG).

    კლიმატის დიალოგები 2021 ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები საქართველო ახორციელებს გერმანიის დედამიწის მეგობრებთან (BUND) თანამშრომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით.