• მედიატრენინგი - ხონის მუნიციპალიტეტში

    მედიატრენინგი - ხონის მუნიციპალიტეტში

    2019.09.28

    ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში "ჩიქოვანების მამულში", კლიმატის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს რეგიონული მედია საშულებების წარმომადგენლებთან,

    მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას გლობალური კლიმატის ცვლილების პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს დგას მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართვლო. საუბარი იყო იმ პროცესებზე რომელსაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს ამ მიმართულებით. ასევე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ მიზნებზე და ამოცანებზე. შეხვედრის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს მედიის როლს კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში.

    ჟურნალისტების მხრიდან აღინიშნა, რომ ისინი მიესალმებიან მსგავსი შინაარსის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათ კვლიფიციურ მუშაობს კლიმატის ცვლილების საკითხებზე.

    „კლიმატის კვირეული-2019“ ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -           საქართველო, გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.