• პროექტი - „საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა“

    პროექტი - „საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა“

    2019.12.01

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით პროექტის - „საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრაფარგლებში, გაიმართა მორიგი შეხვდრა პროექტის ექსპერტთა ჯგუფისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
    შეხვედრის მიზანი იყო შეკრებილ ექსპერთა ჯგუფსა და მოწვეულ სტუმრებს ემსჯელათ საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰიდროელექტროსადგურებზე და მათი რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებეზე. ხრამი 1, ხრამი 2 და ჟინვალჰესის ჰიდროელექტროსადგურების ტექნოლოგიურ და რესურსების პოტენციურ საჭიროებებზე, მათი გაუმჯობესების მიზნით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა - საჭიროა თუ არა საბჭოთა ეპოქის (ძველი) ჰიდროენერგოგენერაციის ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად დასკვნების მომზადება.
    შეხვედრა ორგანიებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ფარგლებში.