-
პროექტის ფარგლებში შეხვედრა თვალივის და გუდრუხის მოსახლეობასთან
2021.06.24საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე
პროექტის „საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე“ ფარგლებში, რომელიც ხორცილედება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სამიზნე სოფლების თვალივის და გუდრუხის მოსახლეობისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლად - საოჯახო პირობებში.
სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოესმინათ ინფორმაცია განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების სარგებლის, კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში ადამიანის როლის შესახებ. მონაწილეები, ასევე გაეცნობოდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.
პროექტი ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის 4 თემში მაღაროსკარი, კანატია, თვალივი, გუდრუხი და მისი მიზანია: ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავების, მიღებისა და განხორციელების პროცესში; ტყისა და საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესებისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება; მთის ტყეებზე ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირება და მაღალმთიანი ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა. ასევე, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება.
სემინარის დასარულს, ადგილობრივი მოსახლეობასთან თანაშმრომლობით, შეიქმნა საინიცატივო ჯგუფი ორივე სოფლის წარმომადგენელების ჩართულობით, რომლებიც ადგილზე დაეხმარება პროექტის გუნდს დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების ერთობლივად განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლებში დაგეგმილია ბენეფიციარების შერჩევა, რომლებსაც გადაეცმა ხილის საშრობები; ენერგოეფექტური ღუმელები; ბიომასის ბრიკეტები; მზის წყალგამაცხელებლები; ასევე დათბუნდება რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
პროექტით დაგეგმილია, ადგილობრივი მოსახლეობისათვის სწავლება-სემინარები კლიმატგონივრული ტექნოლოგიების სიკეთეების გაცნობის, დანერგვისა და გამოყენების სწავლების მიზნით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით.