-
რაჭა ლეჩხუმი,ქვემო სვანეთის მხარის რეგიონალური საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა
2019.06.2727 ივნისს, ონის მუნიციპლიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, გაიხსნა რაჭა ლეჩხუმი,ქვემო სვანეთის მხარის რეგიონალური საზოგადოებრივი ცენტრი, რომლის მიზანია ადილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გატაწყვეტილებების მიღების პროცესში.
რაჭა ლეჩხუმი,ქვემო სვანეთის მხარის რეგიონალური საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობის შედეგად მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა: აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედოონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესებში.
პროექტის მიზანია ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით და ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერა. სოციალური ჯგუფების მობილიზაცია. პროექტის სამიზნე რეგიონებია მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი.
რაჭა ლეჩხუმი,ქვემო სვანეთის მხარის რეგიონალური საზოგადოებრივი ცენტრის გახნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის რეგინში არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.