-
სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
2019.03.05პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, სოფელ მისაქციელში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ ოფისში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში სამოქალქო საზოგადოების ჩართულობის საინიციატივო ჯგუფის შექმნა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ შესახებ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა: საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის- NDC, მიზნები, ამოცანები, სამოქმედო გეგემასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია და საქართველოში კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული პოლიტიკის ანალიზი.
წარიმართა მუშაობა ჯგუფებში: საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში, სამოქალქოს საზოგადოების მონაწილეობის საინიციატივო ჯგუფის მიზნების, ამოცანების სამოქმედო გეგმის, ჯგუფის გაფართოებისა და სამომავლოდ ერთობლივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში შეიქმნას ორი ქვეჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების, ტყეების და მიწათსარგებლობის საკითხებზე.
პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო. პროექტი ხორციელდება გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.