-
სამცხე ჯავახეთის მხარის რეგიონალური საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა
2019.01.24სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, ოფიციალურად გაიხსნა სამცხე ჯავახეთის საზოგადოებრივი რეგიონალური ცენტრი, რომლის მიზანია ადილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გატაწყვეტილებების პროცესში.
სამცხე ჯავახეთის საზოგადოებრივი რეგიონალური ცენტრი მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვის კუთხით, რათა მათ მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედოონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; გახდნენ აქტიურები სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესებში.
სამცხე ჯავახეთის მხარის საზოგადოებრივი რეგიონალური ცენტრის გახსნას ესწრებოდნებნ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის, დემოკრატ მესხთა კავშირისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პროექტის ორიენტირებულია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით და ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერაზე; პროექტის ხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი), სადაც ასევე დაგეგმილია მსგავი სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.