• მედიატრენინგი - "საუბრები კლიმატზე"

    მედიატრენინგი - "საუბრები კლიმატზე"

    2019.12.21

    საუბრები კლიმატზე“ - ამ სახელწოდებით გაიმართა შეხვედრა 21 დეკემბერს, მისაქციელში მედიის წარმომადგენლებთან, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების მიერ, პროექტისსამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ეროვნული კლიმატის პოლიტიკის განხორციელებაშიფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო ჟურნალისტებს მისცემოდათ საშუალება დიალოგის ფორმატში ესაუბრათ კლიმატის ცვლილებაზე და მის თანმხლებ პროცესებზე.

    შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ექსპერტებმა მიმოიხილეს კლიმატის ცვლილების ზოგადი ასპექტები. მათ შორის, ისაუბრეს კლიმატის ცვლილების გამოვლინებაზე მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით; შერბილებისა და ადაპტაციის ტექნოლოგიებზე გლობალურ და ლოკალურ დონეებზე; ადამიანის როლზე კლიმატის ცვლილების პროცესში და პირიქით - თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია კლიმატის ცვლილებას ადამიანზე; კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებზე, სახელმწიფოს ვალდებულებეზე და .. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასმედიის როლს საზოგადოების გაცნობიერების საქმეში.
    შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომლებსაც პირადად აწყდებიან გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობის პროცესში. ასევე გამოხატეს დაინტერესება მეტი ინფორმაციის მიიღების კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზების შესახებ. აღინიშნა, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრები შესაძლებლობას აძლევს მათ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე კლიმატის ცვლილების პროცესებზე. ხაზი გაუსვეს COP-სა და მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებზე საქართველოდან ბევრი ჟურნალისტის მონაწილეობის აუცილებლობაზე, კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული პროცესების სწორი წარმოჩენის და გაშუქების მიზნით.
    ჟურნალისტები გამოვიდნენ ინიციატივით ჩამოყალიბდეს შეხვედრების ციკლი სახელწოდებით - „საუბრები კლიმატზე“. თვლიან, რომ მსგავ ტიპის შეხვედრები საშულებას მისცემს მათ გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ მეტი ინფორმაცია, როგორც კლიმატის ცვლილების პროცესებზე, ასევე გარემოს დაცვაზე.
    შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოში განახლებადი ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს და ადგილზე დაეთვალიერებინათ მისაქციელში არსებული განახლებადი ტექნოლოგიების საგამოფენო (მზის წყალგამაცხელებლები, ბიომასის დანადგარები, მზის PV პანელები) ცენტრი.

    შეხვედრა ჩატარდა გერმანიის ფედერალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერილი პროექტისენერგოეფექტურობის გაზრდა მზის ენერგოტექნოლოგიებისა და თბოიზოლაციის საშუალებითდა პროექტისსამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს მიერ, „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“ (BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.