• საქართველოს მოქალაქეებო, მეგობრებო და ქვეყნის სტუმრებო!

    საქართველოს მოქალაქეებო, მეგობრებო და ქვეყნის სტუმრებო!

    2019.07.06

     

    დღეს ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება აბსოლიტური კონსოლიდაცია და დიდი ძალისხმევა, გაუმკლავდეს პოლიტიკურ და ეკონომიურ გამოწვევებს, რომ მოსახლეობამ გააგრძელოს მშვიდობიანი და ევროპული  განვითარება.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ და ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, მოგმართავთ ყველას საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში!

    გავუფრთხილდეთ საქართველოს ბუნებას ისე როგორც არასდროს, არ დავანაგვიანოთ ტურისტული ადგილები,  კულტურული ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები, მშრალი ხევები, მდინარეები, ზღვის სანაპირო, საავტომობილო მაგისტრალები, რკინიგზა, პარკები, სკვერები და ა.შ.

    არ დაყაროთ ნაგავი! არ დააგდოთ პლასტმასის ბოთლი თუ სიგარეტის ნამწვი. იმ შემთხვევაში თუ სანაგვე ურნა აკლია იმ ტერიტორიას სადაც თქვენ იმყოფებით გთხოვთ, ნუ დატოვებთ იქვე წარმოქნილ ნარჩენს. მოძებნეთ უახლოესი ურნა. გააკონტროლეთ თქვენი ქმედება ქვეყნისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის. დღეს ეს საქციელი სამშობლოს სიყვარულის, მისი ღირსების დაცვის ტოლფასია. დავხვდეთ სტუმრებს სუფთა საქართველოში!

    ერთად შევამციროთ ნარჩენების წარმოქმნა!

    უახლოეს მომავალში იგეგმება მასშტაბური დასუფთავების აქციები, რომლის შესახებაც დამატებით გაცნობებთ და მოგიწოდებთ აქტიური ჩართულობისკენ.

    ჩვენ გვსურს, ხელი შეუწყოთ ტურიზმის განთვითარებას საქართველოში, ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, გავაუმჯობესოთ საარსებო გარემო და თქვენი ჯანმრთელობა.

    ერთად დავიცვათ საქართველოს სისუთავე!