-
საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე
2021.05.27საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო დუშეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მაღაროსკარი, კანატია, თვალივი და გუდრუხი იწყებს ახალი პროექტს საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე
პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გადაწყვეტილებების შემუშავების, მიღებისა და განხორციელების პროცესებში, ტყისა და საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესებისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება, მთის ტყეებზე ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირება და მაღალმთიანი ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა ფშავის ტყის მაგალითზე. ასევე, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება.
პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლებში შერჩეულ ბენეფიციარებთან მოხდება მზის წყალგამაცხელებელების დაყენება, ხილის საშრობების, ენერგოეფექტური ღუმელებისა და ბიომასის ბრიკეტების გადაცემა, ასევე დათბუნდება რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჩატარდება სწავლება-სემინარები კლიმატგონივრული ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტი ხორციელდება კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით.