• საქართველოში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანია იწყება

    საქართველოში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანია იწყება

    2019.09.17

     

    20-22 სექტემბერს, კამპანიები „დავასუფთაოთ მსოფლიო“  და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ (21 სექტემბერი) აღინიშნება. მსოფლიო კამპანიები საქართველოში პროექტისა და კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში აღინიშნება დასუფთავების აქციებით, და ის თბილისში 20 სექტემბერს თბილისის ზღვის დასუფთავების აქციით დაიწყება.

     კამპანია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან („დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ,საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“) ერთად. ასევე  სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

     პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიმართულია გარემოსდაცვითი მდგარდი განათლების სისტემის დანერგვის ხელშეწყობაზე და მის ინტეგრირებაზე ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ბიზნეს-სექტორისა და საქართველოს მთავრობის მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფაზე ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის მთავარი უფლება იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში.

    პროექტის მთავარი მიზნია სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისთვის, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის (ნარჩენების გარეშე ეკონომიკა) ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

    პროექტის მთავარ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, ბიზნეს-სექტორი და საქართველოს მოსახლეობა.

    პროექტი დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გაგრძელდება 4 წლის განმავლობაში (2019-2023). პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში, 63 მუნიციპალიტეტში, 4 თვითმმართველ ქალაქსა და თბილისში.

    პროექტი დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წარმოადგენს, საქართველოში წლების განმავლობაში  (2010-2018წწ.) მიმდინარე პროექტისა და კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“ გაგრძელებას, რომელიც ასევე გახორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. „დავასუფთაოთ საქართველო“ პროექტისა და კამპანიის ფარგლებში, საქართველოში არაერთი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, დასუფთავების აქციები. 

    დასუფთავების აქციები, 20 სექტემბერს თბილისის გარდა დაიწყება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და სამი დღის განმავლობაში მოიცავს 1000-მდე ლოკაციას. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“.  

    პროექტის დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ჯფუფი

    არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT)

    საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“,

     „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამისწის მეგობრები - საქართველო“