• ტრენინგები პროექტის ფარგლებში

    ტრენინგები პროექტის ფარგლებში

    2019.06.27

     

     

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, სასტუმრო ვერე პალასში პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, გაიმართა ორდღიანი ტრენინგი საქართველოს ეროვნულ დონეზე სავარუდოდ განსაზღვრული წვლილის (INDC) - შესახებ.

     ტრენინგზე განხილული იყო სათბური აირების ემისიები ტყის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, შენობების სექტორებიდან ასევე სექტორებისთვის დაბალემისიიანი განვითარების გზა და  სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის.

     შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ქსელის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან. მოწვეული ექსპერტები.  ქსელის წევრებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფრომაცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის, „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC) შესახებ, რომელსაც ამზადეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

     ორდღიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ქონდათ ემუშავათ ჯგუფებში  განხილულ თემებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გასაღრმავებლად. ასევე შეიმუშავეს წინადადებები სამომავლოდ ქსელის საქმიანობასთან დაკავშირებით.

     პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.

     

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო

     მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური