-
ტრენინგი „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC)“ საკითხთან დაკავშირებით
2019.06.2727 ივნისს, სასტუმრო „ვერეპალასში“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, დაიწყო ორდღიანი (27-28ივნისი) ტრენინგი „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC)“ საკითხთან დაკავშირებით.
ტრეინინგში მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ქსელის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან, ასევე მოწვეული ექსპერტები.ტრეინინგის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი წინანდადების ჩამოყალიბება, საქართველოში NDC-ის დანერგვისა და რეალისტური სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში შექმნილი ქსელის წევრებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის, „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC) შესახებ, რომელსაც ამზადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროექტის ფარგლებში პირველი ტრენინგი ჩატარდა 11 ივნისს. განხილული იყო შემდეგი საკითხები: საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის -(NDC)- მიზნები, ამოცანები და სამოქმედო გეგმა; სათბურის აირების ემისიები მრეწველობის და ნარჩენების სექტორიდან; დაბალემისიანი განვითარების გზა და სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის.
27 ივნისს ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: სათბური აირების ემისიები ტყის სექტორიდან. ტყის სექტორის დაბალემისიანი განვითარების გზა და განვითარების სტრატეგია 2030 წლისთვის; სათბურის აირების ემისიები სოფლის მეურნეობის სექტორიდან, დაბალემისიანი განვითარების გზა და განვითარების სტრატეგია 2030 წლისთვის;
28 ივნისს წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები სათბურის აირების ემისიები ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორიდან; სათბურის აირების ემისიები შენობების სექტორიდან.
ტრენინგის მონაწილეებს საშუალება აქვთ ჯგუფებში მუშაობის, საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად.
პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო, გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) დამხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.