• იმერეთის  მხარის  რეგიონალური საზოგადოებრივი  ცენტრის გახსნა

    იმერეთის მხარის რეგიონალური საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა

    2019.01.30

    . ქუთაისში, გალაქტიონ ტაბიძის №20 ნომერში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ პროექტისარასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზეფარგლებში, ოფიციალურად გაიხსნა იმერეთის რეგიონალური საზოგადოებრივი ცენტრი, რომლის მიზანია ადილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში.

    იმერეთის საზოგადოებრივი რეგიონალური ცენტრი მიზნათ ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვის კუთხით, რათა მათ მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედოონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; გახდნენ აქტიურები სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესებში.

    პროექტის ორიენტირებულია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით და ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერაზე; პროექტის ხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი).

    სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის გახსნას დაესწრო სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

    პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა ასევე სამცხე-ჯავახეთში. უახლოეს პერიოდში დაგეგმლია მსგავსი ცენტრების გახსნა მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.

    პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისაქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიეროინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი და საზოგადოებრივი დამცველი.