• შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტში

    შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტში

    2019.08.06

    3 ივნისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ (RICDOG) ორგანიზებით, პროექტის არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა  საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

    შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირებულობის გაზრდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარემ, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

    პროექტის მიზანია ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერა. სოციალური ჯგუფების მობილიზაცია. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების ხელშეწყობა.

    შეხვერას უძღვებოდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წევრი, ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში ბ-ნი აკაკი ფანჩულიძე.

    პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.