• შეხვედრა მისაქციელში პროექტის ფარგლებში

    შეხვედრა მისაქციელში პროექტის ფარგლებში

    2019.02.27

    27 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გერმანიის გარემოსდაცვითი საკითხების დამოუკიდებელი ინსტიტუტის (UfU eV) და გერმანული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „დედამიწის მეგობრები გერმანია“- (BUND) ინიციატივით, სოფელ მისაქციელში გაიმართა შეხვედრა თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებაში“.

     შეხვედრის მიზანი იყო ექსპერტთა მოსაზრებებისა და შეფასებების მოსმენა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დონის განსაზღვრა, კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით.

     შეხვედრაში მონაწილობდნენ სამოქალაქო საზოგადოების, სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.

     შეხვედრა გაიმართა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო მიერ, „დედამიწის მეგობრები-გერმანია (BUND)“-თან თანამშრომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერაციულიი სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით.