• შეხვედრა პროექტის ფარგლებში

    შეხვედრა პროექტის ფარგლებში

    2019.05.30

    30 მაისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს  ორგანიზებითა და   ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით,  პროექტის – „საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა“ ფარგლებში,  ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროექტის ექსპერტთა ჯგუფთან, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეგმვის მიზნით.

    შეხვედრაზე ესპერტების მიერ განხილული იყო, თუ რა მეთოდოლოგიით ჩატარდება დაგეგმილი სამუშაოები, პროექტით განსაზღვრულ ჰესებზე; რა ტექნოლოგიური და რესურსული პოტენციალის გაუმჯობესება იქნება საჭირო. ასევე, გაიწერა კონკრეტული მიზნები, თუ რა მეთოდოლოგიით მოხდება კონკრეტული ჰესების რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია.

    პროექტი ხორციელდება საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.