• შეხვედრა ქუთაისში  პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში

    შეხვედრა ქუთაისში პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში

    2019.04.14

    11 აპრილს, ქ. ქუთაისში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“- ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაშიფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებთან.

    შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. მათ შორის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC) - მიზნებზე, ამოცანებზე და სამოქმედო გეგმაზე. ასევე, საქართველოში   კლიმატის ცვლილების სფეროს პოლიტიკის ანალიზზე: კლიმატის ცვლილება - მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ვალდებულებები, საქართველოს კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული პოლიტიკა“.

    საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) სამოქმედო გეგმის შემუშვების პროცესზე ისაუბრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ მდივანმა.

    პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაშიმიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდას, რათა ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) მომზადებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულ იქნას მათი მოთხოვნები და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭირვალობა. ასევე,  სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ჩამოყალიბება, სადაც კლიმატის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანმთელობის დაცისა  და ურბანისტიკის  სფეროში მომუშავე ორგანიზაციები გაერთიანებიან და შეიმუშავებენ სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ პოზიციას საქართველოში NDC-ის დანერგვასა და რეალისტური სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

    პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო. პროექტი ხორციელდება გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.