• შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

    შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

    2019.08.06

     

    28 მაისს, იმერეთის რეგიონში სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ (RICDOG) ორგანიზებით, პროექტის არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, დაიწყო შეხვედრები საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

    შეხვედრების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეხვედრები რეგიონში ტარდება მრგვალი მაგიდის ფორმატში და მის მიმდინარეობაში მონაწილეობას ღებულობს როგორ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. დაინტერესებული პირები.

    პროექტის მიზანია ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერა. სოციალური ჯგუფების მობილიზაცია.

    პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

    პროექტის ფარგლებში შეხვედრა შედგა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მაჟორიტარი-დეპუტატის ბიურო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა.

    შეხვედრები იმერეთის რეგიონში, მრგვალი მაგიდის ფორმატით გაგრძელდება, RICDOG-ი ორგანიზებით, 18 ივნისის ჩათვლით და მოიცავს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს.

    პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.