• შეხვერდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან

    შეხვერდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან

    2021.02.25

    25 თებერვალს, ქუთასში დასავლეთ საქართველოს არასამთავრთავრობო რგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა შეხვედრა შერეული ფორმატში ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმასთან (CAP) დაკავშირებით.

     შეხვედრა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

    ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა (CAP);

    არსებული მდგომარეობა და გეგმები (ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა);

    კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი - საზოგადოების მონაწილეობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორციელებაში.

    შეხვედრის პირველ ნაწილში პროექტის ექსპერტებმა ისაუბრეს ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული  წვლილის (NDC) და  კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის (CAP) შესახებ ასევე საქართველოს კონსტიტუციითკონვენციებითა და საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოების მონაწილეობისათვის მინიჭებული უფლებებისა და საერთშორისო პრაქტიკის შესახებ.

    შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა ჯგუფური მუშაობა მონაწილეების აქტიური ჩართულობითგანიხილეს საზოგადოების მონაწილეობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში NDC-ისა და CAP-ისასევე ნარჩენებისა და ტრანსპორტის სექტორის მაგალითებზე. 

    შეხვედრა ჩატარდა EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითპროექტის "კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაშიფარგლებშირომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ,გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“(BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვისბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.