შეხვერდა დუშეთის მუნიციპალიტეტში
2021.06.18
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო დუშეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 16 ივნისს დუშეთის მუნიცპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა მუნიციპატეტის მერსა და პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს შორის, სადაც მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობებისა და ღონისძიებების შესახებ. შეხვერდაში მონაწილეობდა სამიზნე სოფლების რწმუნებულები.
შეხვედრაზე ადგილობრვი მთავრობის მხრიდან აღინიშნა, რომ ისინი მიესალმებიან ყველა იმ აქტივობას, რაც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში და მზად არიან ხელი შეუწონ განმახორციელებელ ჯგუფს რეგიონში ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებასა და დანერგვაში.
პროექტის ფარგლებში შეხვერდა შედგა ასევე, საქართველოს მწვენთა მოძრაობის დუშეთის რეგიონალურ ოფისში, სადაც პროექტის კოორდინატორი და ზედამხედველი შეხვდა არაგვის დაცული ტერიტორიის და მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივ წარმომადგენელებს. შეხვერდაზე დაისახა თანამშრომლობის გეგმები.
პროექტი „საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე“ ხორციელდება 4 თემში მაღაროსკარი, კანატია, თვალივი, გუდრუხი და მისი მიზანია: ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავების, მიღებისა და განხორციელების პროცესში; ტყისა და საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესებისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება; მთის ტყეებზე ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირება და მაღალმთიანი ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა. ასევე, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება.
პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლებში მოხდება ბენეფიციარების შერჩევა, რომლებსაც გადაეცმა ხილის საშრობები; ენერგოეფექტური ღუმელები; ბიომასის ბრიკეტები; მზის წყალგამაცხელებლები; ასევე დათბუნდება რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით.