• კონკურსი "სუფთა რეგიონის 2019" დაჯილდოვების ცერემონია

    კონკურსი "სუფთა რეგიონის 2019" დაჯილდოვების ცერემონია

    2020.01.12

    ქ. თბილისის საკრებულოშენობაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდა.

    აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბი“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“.

    კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში და მოტივირებული იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე, ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების აქციებში (ორგანიზებულში თუ თვითორგანიზებულში). „სუფთა რეგიონის“ კონკურსმა საზოგადოებაში თავიდანვე დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა წლებში კონკურსის ფარგლებში გაზრდილი ნომინაციების რიცხვი. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ნემისმიერ მსურველს, კერძო პირსა თუ დაწესებულებას.

    მიმდინარე წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსი 4-ედ ჩატარდა 8 ნომინაციაში (2015 -3 ნომინაცია, 2017 -5 ნომინაცია, 2018 წელს-7 ნომინაცია). კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში წარმოუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო). კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.

    2019 წელის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

    „სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი

    „სუფთა ქალაქი“ - ქ. ზუგდიდი

    „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

    „სუფთა სოფელი“ - ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)

    „ლამაზი აივანი“ - ქ. მცხეთა ლილი კაპანაძე სახლის აივანი

    „სუფთა ქუჩა“ ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა

    „საწარმოს ლამაზი ეზო“ - ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო

    „ლამაზი ეზო" ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო

    საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცა:

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის;

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრებს ირინა ნიკიფოროვას და თამთა ჭითანავას ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის;

    საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურს;

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს;ასევე, კონკურსის ფარგლებში სიგელები გადაეცა:

    ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სამდივნოს თანამშრომლებს
    აკაკი მაკარიძე - მეორადი სტრქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; (გარემოს დაცვის კომისიის სამდივნოს უფროსი);

    მარინა ლიპარტელიანი - გარემოს დაცვის კომისიის სამდივნოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

    ნინო კაშია - გარემოს დაცვის კომისიის სამდივნოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
    ქ. თბილისის საკრებულოს პროტოკოლის განყოფილების თანამშრომლებს:

    დავით მაჭავარიანი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (პროტოკოლის განყოფილების უფროსი);ნუცა სვიმონიშვილი - პროტოკოლის განყოფილების თანამშრომელი.

    კონკურსის „სუფთა რეგიონი“ საორგანიზაციო საკითხებში განსაკუთებული აქტივობისა და ჩართულობისათვის.

    სიგელები გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რატევანის, კერძო სკოლა „დავითიანის“, ასევე №1,2, და 3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს დასუფთავების აქციებში მონაწილეობისათვის.

    დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომი, განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი და მისიის ხელმძღვანელი მოადგილე ერიკ ილსი (შვედეთის საელჩო საქართველოში), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქ-ნი მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია. საქართველოში აკტრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტის ფარგლებში შექმნილი კომისიისა და პროექტის „დავიცვათ საქართვლოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წევრები.

    კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო

    მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური