• „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში 2020“.განხილვა

    „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში 2020“.განხილვა

    2022.02.15

    15 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტისდავიცვათ საქართველოს სისუფთავეფარგლებში, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც წარდგენილი იყომუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში 2020“.

     

    ანგარიში მომზადდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ და წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მიერ, მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის შესრულების მონიტორინგს.

     

    ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, შვედეთის მთავრობის, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების, პარტნიორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და - შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერი ხათუნა ზალდასტანიშვილი.

     

    პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებისსაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირიორქისიმიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპგარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთანდა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

    https://www.facebook.com/179845652104325/videos/472590651197167