• 2020 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციები SB 52 და COP 26 გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს კლიმატის ცვლილების სამდივნო ავრცელებს.

    2020 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციები SB 52 და COP 26 გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს კლიმატის ცვლილების სამდივნო ავრცელებს.

    2020.04.03

    2020 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციები SB 52 და COP 26 გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს კლიმატის ცვლილების სამდივნო ავრცელებს.

    მსოფლიოში COVID-19– ის სიტუაციის გათვალიწინებით, COP– ის, CMP– ისა და CMA– ს ბიურომ 2020 წლის 1 აპრილს გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე დაასკვნა, რომ SB 52 სესიის ჩატარება შეუძლებელი იქნება 2020 წლის 1-11 ივნისს, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ბიურომ გადაწყვიტა, რომ SB 52 გაიმართება 2020 წლის 4 – დან 12 ოქტომბრამდე, გერმანიაში, ქალაქ ბონის მსოფლიო საკონფერენციო ცენტრში. სხდომებს წინ გაუძღვება მოსამზადებელი შეხვედრები 2020 წლის 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე.

    იმ გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება COVID-19 კრიზისი უახლოეს თვეებში, განახლებულ ვადებში სხდომის მოწვევის მიზანშეწონილობას ბიურო განიხილავს ორი თვით ადრე.

    გადავადებული SB სესიების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგის (მათ შორის, ვირტუალური მონაწილოების შესახებ) ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ბიურო შესაძლებლობის ფარგლებში უმოკლეს დროში განათავსებს UNFCCC-ის ვებ-გვერდზე.
    COP 26-ის მასპინძელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლისგან დეტალური შეფასების მიღების შემდეგ ბიურომ ასევე გადაწყვიტა COP 26, CMP16, CMA 3 გადაიდოს 2021 წლისათვის.

    გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაიწყებს კონსულტაციებს მხარეებთან და სტეიკჰოლდერებთან კონფერენციის ახალი თარიღის დასადგენად, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად ბიუროს წარედგინება.

    ბიურო აანონსებს ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის SB 52, COP26, CMP13 და CMA3 დღის წესრიგის ოფიციალური შეტყობინების, ასევე ნომინაციის ვადების, ლოგისტიკური საკითხებისა და მონაწილეთა შესახებ, დროულად მიწოდებას.
    წყარო:https://unfccc.int/news/cop26-postponed