• კლიმატის დიალოგები 2021!

    კლიმატის დიალოგები 2021!

    2021.03.08

    კლიმატის დიალოგები 2021!

    ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (.. EECCA რეგიონი) კლიმატის ბევრი ექსპერტი და აქტივისტი მიიჩნევს, რომ დადგა დროა, გავერთიანდეთ და შევქმნათ პლატფორმა, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კლიმატის დასაცავად მიმართული საქმიანობის, აგრეთვე თითოეული ქვეყნის კლიმატის ამბიციური პოლიტიკის შესახებ. ჩვენი დრო ძალიან შეზღუდულია კლიმატის გლობალური კრიზისის მოსაგვარებლად.

    სწორედ ამიტომ, ორგანიზაციებმა - CAN EECCA, დედამიწის მეგობრებმა გერმანია (BUND), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო (GMG), გადავწყვეტეთ გავაერთიანოთ ძალისხმევა რეგიონში კლიმატის მოძრაობის მხარდასაჭერად, ორგანიზაციებსა და აქტიურ პირებს შორის თანამშრომლობის განსამტკიცებლად ახალი შესაძლებლობების მოძიების მიზნით და აგრეთევე, რათა თქვენი საქმიანობა უფრო თვალსაჩინო გახდეს EECCA რეგიონში და საერთაშორისო მასშტაბით.

    გვსურს გაცნობოთ "კლიმატის დიალოგების 2021https://tinyurl.com/yfwphn7y შესახებ, რომელიც სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაიმართება და რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზებს სამუშაო პლატფორმას იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება კლიმატთან დაკავშირებული ამბიციის ამაღლება სხვადასხვა სფეროში. მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ EECCA რეგიონის თანამოაზრე ექსპერტებთან გამოცდილების გაზიარებისა, რათა ერთობლივად განავითაროთ იდეები და მოთხოვნები კლიმატის პოლიტიკის შესაბამის სფეროებში. მასპინძელი ორგანიზაციები შექმნიან საჭირო რესურსებით უზრუნველყოფილ გარემოს თქვენი შედეგების რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე გასავრცელებლად.

    მიგვაჩნია, რომ კლიმატის დიალოგების 2021-ში https://tinyurl.com/yfwphn7y  მონაწილეობის შედეგად წლის ბოლოს უკეთ გვეცოდინება რეგიონში არსებული ვითარება და შევძლებთ თემების და პროექტების საერთაშორისო დონეზე გატანას. ასევე, "კლიმატის დიალოგების 2021" კურსის განმავლობაში თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ვორკშოპები, დაგეგმოთ .. პარალელური ღონისძიება (side event) COP26 ზე ან დაწეროთ ერთობლივი სტატია. თითოეული სამუშაო ჯგუფი ასევე შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება ჯგუფის მუშაობის შედეგები და გამოქვეყნდება წლის ბოლოს.

    ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხი ონლაინ ცხოვრებასა და საჭიროებაზე გავძლიერდეთ გლობალური გამოწვევების წინაშე

    ჩვენ გვჯერა, რომ 11 ქვეყნის 50-ზე მეტი ორგანიზაცია დიდ გავლენას ახდენს რეგიონში კლიმატის პოლიტიკაზე, თუ ძალებს გავაერთიანებთ!