• კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა - განხილვა

    კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა - განხილვა

    2020.12.28

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა და დეკემბრის დასაწყისში საჯარო განხილვაზე გამოვიდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და კლიმატის ცვლილების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა.

     საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო აქტიურად იყო ჩართული კლიმატის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების მომზადების ხანგრძლივ პროცესში. NDC-ის, CAP-ისა და CSAP-ის შემუშავების სხვადასხვა ეპატზე იგი სამუშაო პროცესში ჩართული იყო როგორც ცალკეული ექსპერტების სახით, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის სახელით, რომელიც პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში. აღნიშნული ქსელი, რომელიც  „კლიმატის ცვლილების კოალიციის“ სახელითაა ცნობილი, აერთიანებს საქართველოში მოღვაწე 200-მდე ორგანიზაციას, ექსპერტსა და დაინტერესებულ პირს. 2019-2020 წლების განმავლობაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოორგანიზებით გაიმართა მრავალი სამუშაო შეხვედრები, სემინარები და კონფერენციები, რომლებშიც ქსელის წევრი ორგანიზაციების გარდა მონაწილეობდნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

     დეკემბრის დასაწყიში გამოქვეყნებული დოკუმენტების - კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა - განხილვას მიეძღვნა 17 დეკემბერს ჩატარებული ონლაინ სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ზემოთხსენებული დოკუმენტების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა საერთო ხედვის შემუშავება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კლიმატის ცვლილების კოალიციის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და დაინტერესებულმა პირებმა.

     შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ 23 დეკემბერს დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაზე ერთობლივად წარადგინონ შემუშავებული ხედვები და მოსაზრებები.

     საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით  23 დეკემბერს  ონლაინ რეჟიმში მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია თემაზე   „საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია,   2021-2023 სამოქმედო გეგმა და ქვეყნის გამოწვევები“, რომლის მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის დასახვეწად.

    შეხვედრაში მონაწილეობდა 47 ადამიანი - არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

     კონფერენციაზე წარდგენილ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ხედვები და შენიშვნები კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

    შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის წარმომადგენლები აქტიურად რეაგირებდნენ კონფერენციის მონაწილეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებსა და კომენტარებზე.

    კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების საერთო ხედვა მიმართვის სახით რამდენიმე დღეში გაეგზავნოს გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს/საქართველოს მთავრობას. 

    სამუშაო შეხვედრა და კონფერენცია ჩატარდა გერმანიისდედამიწის მეგობრები - BUND”-თან თანამშრომლობით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროსა და UNDP (გაეროს განვითარების პროგრამა) საქართველოს პროექტისევროკავშირი კლიმატისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიმხარდაჭერით.