-
22 აპრილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
2022.04.2122 აპრილის დასუფთავების აქციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
დასუფთავების ფართომაშტაბიანი აქციები 48 ტერიტორიულ ერთეულში გაიმართა .
დასუფთავდა :
1. მშენებარე ეკლესიის ეზო და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია ;
2. გულუას სახელობის სკვერი ;
3. დადიანების ისტორიული მუზეუმისა და ეკლესიის ეზო ;
4. ანაკლიის ზღვის სანაპირო ზოლი ;
5. განმუხურის ზღვის სანაპირო ზოლი ;
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიული ერთეულების ცენტრებში ადმინისტრაციული შენობების და მათი მიმდებარე ტერიტორიები,საჯარო სკოლების, ეკლესიების, სასაფლაოების და მათი მიმდებარე ტერიტორიები.
7. ქალაქის მრავალსართულიანი, კომუნალური და ერძო მოსახლეთა ეზოები, ქალაქისა და რაიონის კომერციული სტრუქტურები, საჯარო და კერძო
სკოლების ეზოები.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის თანამშრომლებმა, საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოების ზუგდიდის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულმა
ახალგაზრდების ჯგუფმა, ზუგდიდის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა, სხვადსხვა ორგანიზაციებისა და კომერციული სტრუქტურების მუშაკებმა , ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ.
ახალგაზრდების მიერ ხავსისაგან გაიწმინდა დადიანების ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ბზის ხეივანის თითოეული ბზის ხე - მცენარე. წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის ეზოში დაირგო მწვანე ნარგავები.
დასუფთვდა დაახლოებით 10 ჰა ტერიტორია, მონაწილეობდა 1600 ადამიანი, შეგროვდა 55 მეტრ კუბი ნარჩენი.