• მდგრადაი განვითარების მე-6 მიზნის მხარდაჭერის პროგრამა.

    მდგრადაი განვითარების მე-6 მიზნის მხარდაჭერის პროგრამა.

    2020.11.27
    საქართველოს წყლის ეროვნულმა პარტნიორობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა მდგრადაი განვითარების მე-6 მიზნის მხარდაჭერის პროგრამა.
    ეს პროგრამა არის ინიციატივა, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს ქვეყნებს მიზანმიმართული და კოორდინირებული მიდგომით 6.5 ამოცანის მიღწევასა და მონიტორინგში - 2030 წლისთვის დაინერგოს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა ყველა დონეზე, მათ შორის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის მეშვეობით.
    პროგრამას კოორდინაციას უწევს წყლის გლობალური პარტნიორობა (Global Water Partnership). საქართველოში - შესაბამისად - წყლის ეროვნულმა პარტნიორობა
    პროგრამის ფარგლებში ოქტომბერ - ნოემბერსი ჩატარდა ვებინარების კურსი მტკვრისა და ენგური-რიონის მდინარეთა აუზებში მდებარე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის.  მასში მონაწილეობდნენ: ფოთის, სამტრედიის, სენაკის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ქუთაისის, ასპინძის, ახალციხის, გორის, ბორჯომის, ქარელის, ხაშურის, მცხეთის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები, სპექტრი და შავი ზღვის ეკოლოგთა კავშირი.
     
    ვებინარების თემატიკა შერჩეული იყო მდგრადი განვითარების 6.5 ამოცანისა და 6.5.1 ინდიკატორის შესაბამისად, ისე, რომ ძირითადი ყურადრება გამახვილებული იყო წყლის რესურსების მართვის ასპექტებზე.