• სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ძირითადი ჯგუფების IVკონფერენცია (MG).

    სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ძირითადი ჯგუფების IVკონფერენცია (MG).

    2020.03.05

    2020 წლის 2-5 მარტს, კენიაში (ქ. ნაირობში) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში, ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ძირითადი ჯგუფების IVკონფერენცია (MG).

    ძირითადი ჯგუფების კონფერენციის მიზანი იყო სექტორებს შორის ინიციატივების (MGI) ჰარმონიზაცია და 2020 წლის 4-8 მაისს დაგეგმილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციისათვის, რომელიც ეძღვნება გაერო-ს 4 წლიანი სამოქმედო გეგმის (2021-2024) შემუშავებას ტყის სფეროში (UNFF-15; (United Nations Forum on Forest))  (ნიუიორკი, გაეროს შტაბბინა), წარდგენა.

    სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა IV კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გაერო-ს მიერ აღიარებული 9 ძირითადი ჯგუფიდან 7 ჯგუფის,  მათ შორის:  არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა, ახალგაზრდებისა და სტუდენტების, მცირერიცხოვანი მკვიდრი ხალხების, პროფკავშირების, სამეცნიერო წრეებისა და ტექნოლოგიების, ფერმერთა და მესაკუთრეთა ძირითადი ჯგუფების ( სულ 50 კაცი) წარმომადგენლებმა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველო, წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ჯგუფში. ამ ჯგუფში და შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა IV კონფერენციის მუშაობაში,  მონაწილეობდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წრმომადგენელი, დარბაზის წევრი ავთანდილ გელაძე.

    სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა გერმანიის მთავრობამ.

    კონფერენციის მონაწილეებმა გამოხატეს მხარდაჭერა გაერო-ს იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია დეგრადირებული ეკოსისტემების აღდგენის აუცილებლობისა და მთავრობების დონეზე შესაბამისი ვალდებულებების აღებისათვის (ძალაში შედის 2021 წ,ლის 1 იანვრიდან).

    კონფერენციამ:

    Ø  შეიმუშავა წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც უახლოეს პერიოდში წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას;

    Ø  შეიმუშავა მექანიზმები და დასახა გზები ძირითად სექტორალურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ეფექტურობის ასამაღლებლად.